რა არის პროგრამის მიზანი?
პროგრამის მიზანია დაიცვას ბავშვები ძალადობისგან, დისკრიმინაციისა და უგულებელყოფისგან; აღზარდოს ისინი დაცულ და ოჯახურ გარემოში; ხელი შეუწყოს მათ განათლებას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, საზოგადოებაში ინტეგრირებასა და სრულფასოვან განვითარებას.
ვის ვეხმარებით?
- 6-18 წლამდე ბავშვებს სოციალურად დაუცველი და/ან სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახებიდან
- კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ 10 წლამდე ბავშვებს და მათ დედებს, ასევე ორსულ ქალბატონებს
- 5-18 წლამდე მზრუნველობამოკლებულ, ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვებს
- 18-23 წლის ზრუნვიდან გამსვლელ ახალგაზრებს
საქართველოს კარიტასი წლის განმავლობაში დახმარებას უწევს 1000-ზე მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას შემდეგი პროექტების მეშვეობით:
- სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების მომსახურება
თბილისი:
ბავშვთა დღის ცენტრი “მზესუმზირები”
ხელოვნებით თერაპიის სტუდია "ნიკალა"
წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი
დასავლეთ საქართველო:
ბავშვთა დღის ცენტრი ქ. ქუთაისში
სამხრეთ საქართველო:
ბავშვთა დღის ცენტრი სოფელ არალში
ბავშვთა დღის ცენტრი სოფელ ვალეში
ბავშვთა დღის ცენტრი სოფელ ეშტიაში
- მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების მომსახურება
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურება
დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა