საქართველოს კარიტასმა 2018 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე არსებულ გამოწვევებზე დაიწყო მუშაობა და სოციალური კაფეს დაარსება გადაწყვიტა. გერმანიის კარიტასის და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური კაფეს სივრცეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სათანადოდ აღიჭურვა ყველა საჭირო დანადგარითა და ავეჯით. საქართველოს კარიტასის სოციალურ კაფეს მიზანია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის გუნდმა დაასრულა კაფეს რემონტი, შეიმუშავა და განახორციელა ტრენინგი სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. მათ ორგანიზება გაუკეთეს ოთხ ღონისძიებას და ვატიკანის საელჩოს კვების მომსახურება გაუწიეს.
ასევე, შემუშავდა ტრენინგის მოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და კაფეს სხვა პერსონალისთვის. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სამუშაო ტრენინგი შშმ პირებისთვის. ტრენინგი სულ 32-მა შშმ-მა გაიარა. საქართველოს კარიტასის მოხალისეების მხარდაჭერით, სოციალური კაფემ ორგანიზება გაუკეთა ოთხ საზოგადოებრივ ღონისძიებას. დაიგეგმა და განხორციელდა ერთი სათემო კვლევა.
"სვით ჰართის" მისიას წარმოადგენს შშმ პირების მხარდაჭერა და ხელშეწყობა სამუშაო გამოცდილების და სერვისის მიწოდების უნარების მიღებაში.
საქართველოს კარიტასის საკონფერენციო სივრცე
საქართველოს კარიტასის მთავარ ოფისში, ბესარიონ ჟღენტის №45-ში, მდებარეობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკონფერენციო სივრცე, რომელიც იტევს დაახლოებით 50 მონაწილეს.
სივრცე აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს შეხვედრების, პრეზენტაციებისა და ტრენინგების ეფექტიან ორგანიზებას. კომფორტული გარემო და ტექნიკური მხარდაჭერა შესაძლებლობას გაძლევთ უმაღლეს დონეზე წარმართოთ ნებისმიერი ტიპის საქმიანი ღონისძიება.
დამატებით, შესაძლებელია ფურშეტის სერვისის ორგანიზება – მომსახურებას უზრუნველყოფს ჩვენს სივრცეში მოქმედი სოციალური კაფე "Sweet Heart", რომელიც გთავაზობთ გემოვნებით მომზადებულ მენიუს და სტუმართმოყვარე გარემოს.
საკონფერენციო სივრცის ფასები (მის: ბ. ჟღენტის #45; საქართველოს კარიტასი)
|
საათი |
ტევადობა
|
ფასი |
|
1 საათი
|
45-50 ადამიანი |
150 ლარი |
|
3-4 საათი |
45-50 ადამიანი
|
300 ლარი |
|
მთლიანი დღე (დილის 10 საათიდან 6 საათამდე) |
45-50 ადამიანი
|
500 ლარი |