რა არის „სიკეთის ყუთი“?
საქართველოს კარიტასის ,,სიკეთის ყუთში" ყველა ადამიანს შეუძლია ტანსაცმლის შემოწირვა.
პროექტისმიზანი:
- ტანსაცმლის მიწოდება იმ პირებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას.
- საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება და სოლიდარობის კულტურის ხელშეწყობა.
- შეგროვებული ტანსაცმლის ხელმეორედ გამოყენების უზრუნველყოფა, რაც ნარჩენების შემცირებას და მდგრადი მოხმარების პრინციპების გაძლიერებას ემსახურება.
რა მოვათავსო „სიკეთის ყუთში“?
„სიკეთისყუთში“ შეგიძლიათ მოათავსოთ ჩასაცმელად ვარგისი, სუფთა და დაუზიანებელი ყველა ზომის და სახის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთა.
ვინაიდან ჩვენი ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი პირები, შშმ პირები და უსახლკაროები, მათთვის რთულია ტანსაცმლის გარეცხვაც კი. ამიტომ აუცილებელია, რომ შემოწირული ნივთები იყოს სუფთა, მოწესრიგებული და კარგ მდგომარეობაში, რათა შესაძლებელი გახდეს მათი დაუყოვნებლივ გამოყენება.
სად მიდის ყუთში მოთავსებული ტანსაცმელი?
„სიკეთის ყუთში“ მოთავსებული ტანსაცმელი გადაეცემა საქართველოს კარიტასის ცენტრს, სადაც მოხალისეები მას ახარისხებენ. საგულდაგულო გადარჩევისა და კლასიფიკაციის შემდეგ, ტანსაცმელი გადანაწილდება იმ პირებზე, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ამ სახის დახმარებას.
სად დგას „სიკეთის ყუთები“?
ტანსაცმლის შემოწირულობისთვის განკუთვნილი ყუთები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:
საჯაროდ ხელმისაწვდომი:
- სპორტული კომპლექსი არენა #1 (უნივერსიტეტის ქ. #2)
- საქართველოს კარიტასის სათაო ოფისი (ბ.ჟღენტის #45, ნუცუბიძის პლატო)
- საქართველოს კრიტასის დიდუბის ცენტრი (თ.ერისთავის ქუჩა #23, დიდუბე)
კერძო ტერიტორიები:
- თბილისის მწვანე სკოლა
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- სკოლა-ლიცეუმი "სხივი"
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
ტანსაცმლის შემოწირულობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:
პროექტში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფისს ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 591 91 83 68
პროექტის პარტნიორები: "Caritas Stiftung" და "Aktion Hoffnung" (გერმანია).






