რა არის „სიკეთის ყუთი“?
საქართველოს კარიტასის „სიკეთის ყუთში“ ყველა ადამიანს შეუძლია ტანსაცმლის შემოწირვა.
რა არის პროექტის მიზანი?
- ტანსაცმლის მიწოდება მათთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ტანსაცმლით დახმარებას.
- საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
- შეგროვებული ტანსაცმლის ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება.
სად მიდის ყუთში მოთავსებული ტანსაცმელი?
„სიკეთის ყუთში“ მოთავსებული ტანსაცმელი მიდის საქართველოს კარიტასის ცენტრში, სადაც მოხალისეები ახარისხებენ მიღებულ ტანსაცმელის გადახარისხებას და დარიგებას. „სიკეთის ყუთში“ მოთავსებული ტანსაცმელი მიეწოდება მათ ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ტანსაცმლით დახმარებას.
რა მოვათავსო „სიკეთის ყუთში“?
„სიკეთის ყუთში“ თავსდება ჩასაცმელად ვარგისი, სუფთა და დაუზიანებელი ყველა ზომის და სახის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა.
სად დგას „სიკეთის ყუთები“?
-
საჯაროდ ხელმისაწვდომი:
- ახალი მზიური • New Mziuri (კაფე, მზიურის პარკში, ჭავჭავაძის 23)
- სპორტული კომპლექსი არენა #1 (უნივერსიტეტის ქ.#2)
- საქართველოს კარიტასის სათაო ოფისი (ბ. ჟღენტის #45, ნუცუბიძის პლატო)
- საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრი (თ. ერისთავის ქუჩა #23, დიდუბე)
კერძო ტერიტორიები:
- თბილისის მწვანე სკოლა
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- სკოლა-ლიცეუმი “სხივი”
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
პროექტის პარტნიორები: Caritas Stiftung” და “Aktion Hoffnung” (გერმანია).