პროექტის მიზანი: მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახური პირობებით უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ოჯახთან მიახლოებული გარემოთი, ოთხჯერადი კვებით, სეზონური ტანსაცმლით, ფეხსაცმელითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. ყველა ბავშვი იღებს სავალდებულო განათლებას, საჭიროების შემთხვევაში ჩართულები არიან ინკლუზიური განათლების სისტემაში. სპეციალისტები ბავშვებს უწევენ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას, წვლილი შეაქვთ საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციისთვის აუცილებელი სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და ამზადებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სურვილის მიხედვით, მოზარდებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ პროფესიული განათლება. სპეციალური მოსამზადებელი კურსი უტარდება ყველა იმ ბავშვს, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში. ბავშვები აქტიურად ერთვებიან ტრენინგებსა და დისკუსიებში ადამიანის უფლებების, ცხოვრების და სოციალური უნარების, ემოციის მართვის, თვითშეფასებისა და კომუნიკაციის შესახებ.
საქართველოს კარიტასი მართავს სამ საოჯახო ტიპის სახლს: ორი მათგანი ფუნქციონირებს ქ. თბილისში და ერთი – სოფელ მარტყოფში. სამივე სახლი ემსახურება 6-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. მარტყოფის საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს ინტეგრირებულ გარემოს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებიც ცხოვრობენ.
adjkfna
პარტნიორები: საქართველოს მთავრობა; პროექტი: შორ მანძილზე დახმარება; “Kindermissionswerk”; CNEWA (https://cnewa.org/); "შპს იფქლი პირველი (https://www.ipkli.ge/contact); ლიბერთი ბანკი; რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის თანამშრომლეთა საქველმოქმედო ფონდი.
საოჯახო ტიპის სახლი „ათი მნათი“, თ. ერისთავის ქ #2დ, ქ. თბილისი
საოჯახო ტიპის სახლი „პირველი სახლი“, თ. ერისთავის ქ #2დ, ქ. თბილისი
საოჯახო ტიპის სახლი „ჩვენი სახლი“, გარდაბნის რ-ნის სოფ. მარტყოფი