პროექტის მიზანია 10 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი დედებისათვის უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნა, რაც ხელს უწყობს ბავშვების მიტოვების პრევენციას და ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებას.
დედათა და ბავშვთა ცენტრი ოფიციალურად ფუნქციონირებს 2017 წლის იანვრიდან და უზრუნველყოფს ერთდროულად 15 ბენეფიციარის მომსახურებას 1 წლამდე პერიოდში. ბავშვები იღებენ სავალდებულო განათლებას, ხოლო დედებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ პროფესიული განათლება.
ბენეფიციარებთან ინტენსიურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლასა და შესაბამისი დახმარების გაწევას. ცენტრი სთავაზობს ბენეფიციარებს შემდეგ მომსახურებებს:
- 24-საათიან თავშესაფარს დაცულ გარემოში
- დღეში ოთხჯერად კვებას და ჰიგიენურ საშუალებებს
- ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის დახმარებას
- პედიატრიულ მომსახურებას
- საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას
- არაფორმალურ და პროფესიულ განათლებას
- დასაქმების ხელშეწყობასა და სამსახურის ძებნაში მხარდაჭერას
ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ორსული ქალებისათვის დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფა, რაც ასევე ემსახურება დედებისა და ბავშვების მხარდაჭერისა და ოჯახური ერთობის შენარჩუნების მიზანს.
პარტნიორები: საქართველოს მთავრობა/დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის კათოლიკური ასოციაცია (CNEWA); შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენცია
