საქართველოს კარიტასი თვლის, რომ ძლიერი და თვითმმართველი თემები განაპირობებს საზოგადოების მდგრადი განვითარების, სოციალური სამართლიანობის განმტკიცების და სოლიდარობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნის მთავარ წინაპირობას. თემის გაძლიერება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის უნარების განვითარებას, თანამონაწილეობის წახალისებას და იმ რესურსების მობილიზებას, რომლებიც საჭიროა მათთვის მნიშვნელოვან გამოწვევებთან გასამკლავებლად.
საქართველოს კარიტასი აქტიურად მუშაობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი თემის პოტენციალის გამოვლენასა და გაძლიერებას. ორგანიზაცია ეხმარება თემებს:
- სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებაში და შესაბამისი ინიციატივების დაგეგმვაში
- ახალგაზრდების, ქალების, ხანდაზმულებისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაში
- საგანმანათლებლო, ეკონომიკური და სოციალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში
- თემის შიგნით თანამშრომლობის, ლიდერობის და თანადგომის კულტურის განვითარებაში
საქართველოს კარიტასი მოქმედებს თემთან ერთად. ჩვენ ვუსმენთ, ვიზიარებთ და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, იყოს ცვლილების ავტორი საკუთარ საზოგადოებაში.
ჩვენი ხედვაა – გაძლიერებული თემები, რომლებიც ერთიანდებიან ღირებულებების ირგვლივ და ქმნიან მხარდაჭერის ქსელს, სადაც არც ერთი ადამიანი არ რჩება ყურადღების მიღმა.