პროექტის მიზანი: საქართველოში მცხოვრები ბავშვებისათვის ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროცესი მიზნის მისაღწევად:
ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს პროგრამის წარმატება და ხარვეზები, რომელსაც ინკლუზიური განათლება ხვდება. საქართველოს კარიტასი, ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად ფოკუსირდება შემდეგ ასპექტებზე:
- მშობლების თანამონაწილეობა სასკოლო პროცესის მიმდინარეობაში;
- მოსწავლეების ჩართულობა ინკლუზიური განათლების პროცესში;
- ადამიანური რესურსების მობილიზება (მოხალისეები), ინკლუზიური განათლების განხორციელების პროცესში;
- სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში;
- მასწავლებელთა გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით ინკლუზიური განათლების გაძლიერების კუთხით.
პროექტი ხორციელდება გერმანიის კარიტასთან თანამშრომლობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
რატომ არის პროექტი მნიშვნელოვანი?
“ყველა ადამიანი, განურჩევლად შესაძლებლობებისა და შეზღუდვებისა, განათლებას უნდა იღებდეს თანატოლებთან (უმრავლესობასთან) ერთად“ (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization (1994). The Salamanca statement and framework for action on special needs education.)
საქართველოში ინკლუზიური განათლება, განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად 2006 წლიდან იქცა. ამ დროის განმავლობაში განხორციელდა პოზიტიური ცვლილებები და დაინერგა ახალი ინიციატივები სკოლებსა და სხვა ინსტიტუციებში.
ზემოთაღნიშნულმა რეფორმამ ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საგანმანათლებლო სისტემებში ჩართვას. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში 8000-ზე მეტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე ირიცხება.
პარტნიორი: DCV (Caritas Germany)
ადგილმდებარეობა: ბ. ჟღენტის 3ა, ნუცუბიძის პლატო II, 0138 თბილისი