სოციალური საწარმოები
|
სოციალური საწარმო „ქ-ართ-ული/Q-Art-uli“ ამზადებს და ყიდის ბენეფიციარების ხელნაკეთ ნივთებს. იგი შეიქმნა „საქართველოს კარიტასის“ ინიციატივით. თითოეული მაღალი ხარისხის შექმნილი ნივთის სანაცვლოდ, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიჭებათ „ქულები“. დაგროვილი ქულების შესაბამისად, საქართველოს კარიტასი იძენს ბავშვებისთვის მათთვის სასურველ ნივთებს. 18 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდები იღებენ შემოსავალს თითოეული შექმნილი და გაყიდული ნივთის საფასურისგან. |
ტელ: +995 (599) 05 13 05 Facebook: https://www.facebook.com/qARTuliCaritas |
||||||||||||
|
საქართველოს კარიტასის სივრცეში, ბესარიონ ჟღენტის 45 ნომერში, ფუნქციონირებს სოციალური კაფე „სვით ჰართი“, რომლის მიზანია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება. აქვე მდებარეობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკონფერენციო სივრცე. იგი უზრუნველყოფილია ტექნიკური მხარდაჭერით. სურვილისამებრ, შესაძლებელია საკონფერენციო დარბაზის ქირაობა და ფურშეტის ორგანიზება, რომელსაც სწორედ ჩვენი სოციალური კაფე უზრუნველყოფს. ფასები
|
ტელ: +995 (599) 05 13 05 |
ფასიანი სოციალური სერვისები
|
|
მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფს მწოლიარე და მარტოხელა მოხუცებს. | ტელ: +995 591 229 706 |
სარეაბილიტაციო ცენტრი |
სერვისები: ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია; ფიზიოთერაპევტური პროცედურები: ლაზერული და მაგნიტო თერაპია, ელექტროფორეზი, ულტრაფონოფორეზი და სხვა; მანუალური თერაპია: მანუალური მასაჟის ლიმფოდრენაჟი; კომპრესები, გადახვევები; სამკურნალო ფისკულტურა. |
ტელ: +995 599 711 154 |
