ჯანდაცვის პროგრამამ მიიღო „კოვიდ-19“ ტესტირების მიმწოდებლის აკრედიტაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან. წლის განმავლობაში 2500-ზე მეტი ტესტი ჩაუტარდა საქართველოს კარიტასის თანამშრომლებს, ბენეფიციარებსა და საზოგადოებას;
ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის ცენტრი:
პროექტის მიზანი: ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით.
სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ქრონიკული ჭრილობები, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მხოლოდ დიაბეტური ტერფის გართულებების გამო ყოველწლიურად ასობით ადამიანი უკიდურის ამპუტაციის საშიშროების წინაშეა.
საქართველოს კარიტასმა ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის ცენტრი, 2018 წლის ოქტომბერში, ამერიკის კათოლიკური ეპისკოპოსების კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერით გახსნა. ცენტრი აღჭურვილია ამბულატორიული ქირურგიისათვის აუცილებელი სტანდარტებით. კადრი გადამზადებულია გერმანელი ექსპერტების მიერ.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მომსახურება სრულად არის სუბსიდირებული. თუმცა, ამასთან ერთად საქართველოს კარიტასი სთავაზობს მოსახლეობას ფასიან მომსახურებასაც.
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 234-76-75
პარტნიორები: კათოლიკური ეპისკოპოსების კონფერენცია, ამერიკა
ადგილმდებარეობა:ქურდიანის ქუჩა 3, 0112 თბილისი
სარეაბილიტაციო ცენტრი
სერვისის მიზანი: უზრუნველყოს პაციენტის შეზღუდული შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების რეაბილიტაცია, საზოგადოებაში შემდგომი რეინტეგრაციისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს კარიტასის სამედიცინო პროგრამის სარეაბილიტაციო ცენტრი ქ. თბილისში 2005 წლიდან ფუნქციონირებს. იგი ემსახურება ქრონიკული დავადებების მქონე ან რეაბილიტაციის პროცესში მყოფი პირებს.
სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ფიზიოთერაპიული აპარატებით და პაციენტებს ფართო სპეტქრის მომსახურებას სთავაზობს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სარეაბილიტაციო ცენტრის მობილური ჯგუფები პაციენტებს შინმოვლის სერვისითაც უზრუნველყოფენ. სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებს გავლილი აქვთ საჭირო ტრენინგები და ფლობენ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს, რაც მკურნალობის დადებით შედეგებს განაპირობებს.
ადგილმდებარეობა: ქურდიანის ქუჩა 3, 0112 თბილისი