ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
რა არის პროგრამის მიზანი?
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიზანია საქართველოს მოწყვლადი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
პროგრამის მთავარი ამოცანები:
- შინმოვლის შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის განვითარების ხელშეწყობა;
- საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა;
- ზრუნვის სექტორის სტანდარტებისა და რეგულაციების მომზადება;
- ზრუნვის სექტორისთვის კადრების მომზადება;
- მომსახურების ახალი მოდელების შემუშავება და პილოტირება;
- ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების შესაძლებლობების განვითარება შინმოვლის ადმინისტრირების საკითხებში.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სამედიცინო პროექტები, რომლებიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით. მათი პროფესიული განვითარების მიზნით, ხორციელდება უწყვეტი განათლების პროგრამა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. პროგრამის ფარგლებში საქართველოს კარიტასის სამედიცინო პერსონალს საშუალება აქვს შეისწავლოს საზღვარგარეთ არსებული მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზრუნვის თანამედროვე მეთოდები და გამოიყენოს ადგილობრივი პაციენტების მკურნალობისათვის.
შინმოვლის განვითარების ეტაპები:
- 1993 – 2010 წწ სამედიცინო გუნდის შესაძლებლობების განვითარება უცხოელი ექსპერტების დახმარებით, მომსახურების მოდელისა და სტანდარტის განვითარება;
- 2012 წლიდან პროექტს ემატება განათლების კომპონენტი შინმოვლის მეთოდების სწავლების მიზნით;
- 2013 წელს გერმანულიდან ითარგმნა და გამოქვეყნდა შინმოვლის პირველი სახელმძღვანელო, შეიქმნა პირობები შინმოვლის სისტემატიური სწავლებისათვის;
- 2014 წელს შემუშავდა შინმოვლის სასწავლო მოდული, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეტანილია საექთნო განათლების სასწავლო პროგრამაში (პროფესიული განათლება);
- 2014 წლიდან საქართველოს კარიტასმა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან დადებული ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება ყოველწლიურად ასწავლოს საექთნო ფაკულტეტის სტუდენტებს შინმოვლის და სხვა სასწავლო მოდულები;
- 2016/2017 წლებში ჯანდაცვის პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქვეყნის დაბერების პოლოტიკისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით;
- 2021 წელს ჯანდაცვის პროგრამის სამედიცინო პერსონალმა დაასრულა ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვა შინმოვლის მულტიპლიკატორების კვალიფიკაცია 30 ევროპული კრედიტის ოდენობით;
- 2021 წელს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან ტაჯიკეთში, მათი სამედიცინო გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენერების მომზადების (TOT) მიზნით.
- 2022/2023 წლებში ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის შემადგემლობაში მონაწილეობა მიიღეს შინმვლის სახელმწიფო პროგრამისა და მომსახურების სტანდარტის მომზადებაში.
ვის ვეხმარებით?
პროგრამის ფარგლებში დახმარებას იღებენ ადამიანები, რომლებსაც დროებითი ან მუდმივი ფიზიკური ტრავმის ან დაავადების შედეგად, შეზღუდული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა; ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადება ან გამოჯანმრთელების პროცესში არიან; ხანდაზმულები და შშმ პირები.
პროექტები:
საქართველოს კარიტასი ყოველწლიურად დახმარებას უწევვს 1200-ზე მეტ სოციალურად დაუცველ, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს, შემდეგი პროექტების მეშვეობით:
- შინმოვლის განვითარება საქართველოში.
- ინფექციის პრევენცია და კონტროლი.
- პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრი გარდაბანში- „კეთილი სამარიტელი.”
აღნიშნული პროექტების ფარგლებში ხორციელდება შემდეგი საქმიანობა:
- სამედიცინო და სოციალური მომსახურება;
- ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა;
- რეაბილიტაცია;
- ინფექციის კონტროლი;
- ექთნების და მომვლელების მომზადება/გადამზადება.

