პროექტის მიზანი: 55 წლის ასაკის ზემოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება და სოციალური რეინტეგრაცია. ასევე, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით ხდება დღის ცენტრის მომსახურების განვითარება და ხელი ეწყობა ცენტრის მონაწილეების უფლებების დაცვას.
დღის ცენტრი “ჰარმონია”, სოციალური მომსახურების გაწევის გზით, ზრუნავს მარტოხელა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სოციალურად დაუცველ და დევნილის სტატუსის მქონე 55 წელს გადაცილებულ ადამიანებზე. ცენტრის წევრებისთვის შექმნილია მყუდრო გარემო, უზრუველყოფილია სამჯერადი კვება (ნოყიერი საუზმე, სადილი, სამხარი). დღის განრიგი სთავაზობს ცენტრ „ჰარმონიის“ წევრებს სხვადასხვა ფიზიკურ თუ გონებრივ აქტივობას/საქმიანობას (სხვადასხვა ტიპის თერაპია, ეფექტური კომუნიკაცია და ემოციების მართვა, სპორტული ვარჯიშები, გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ექსკურსიები და სხვა). აგრეთვე ხელმისაწვდომია ახალი პრესა, კომპიუტერი და მუსიკალური ინსტრუმენტები.
ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექთნის, ექიმის და მოწვეული სპეციალისტების კონსულტაციები.
პროექტის მულტიდისციპლინარული გუნდი მუშაობს ცენტრის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და აწვდის მათ ინფორმაციას აქტიური ცხოვრების და ჯანმრთელი დაბერების შესახებ.
ვის შეუძლია მომართოს ხანდაზმულთა დღის ცენტრ „ჰარმონია“-ს:
55 წელს გადაცილებულ ადამიანს, რომელიც საჭიროებს თავისი თავის რეალიზებას და სოციალიზაციას.
პარტნიორები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, კომპანია “JT International Luxembourg S.A.” საქართველოში, პოლონური ფონდი Prospe, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG).
ადგილმდებარეობა: თორნიკე ერისთავის კუჩა #23, 0192 ქ.თბილისი







