ბავშვთა დღის ცენტრი სოფელ არალში
პროექტის მიზანი: ადგილობრივი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და გასართობი სივრცის შექმნა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
დღის ცენტრში, სოფელ არალში მცხოვრები 65 ბავშვი იღებს განათლებას. ისინი ეუფლებიან ინგლისურ და ქართულ ენას, მათემატიკას და კომპიუტერზე მუშაობას. აგრეთვე ცენტრში ისწავლება ისეთი შემოქმედებითი საგნები, როგორიცაა დრამა-თერაპია, კულინარია, ხატვა და ხალხური სიმღერა.
მთელი წლის განმავლობაში არალის დღის ცენტრში იმართება ზეიმები რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაულების დროს. ცენტრის მასწავლებლები და მოხალისეები ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ექსკურსიებს, ტურნირებს და სხვა საგანმანათლებლო, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს.
პარტნიორები: “კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაცია” (CNEWA)
ადგილმდებარეობა: სოფელი არალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (სამხრეთ-დასავლეთი საქართველო)
ბავშვთა დღის ცენტრი ქალაქ ვალეში
პროექტის მიზანი: მკვიდრი ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ბავშვებისა და ახალგზარდების ცენტრი, ვალეში 2017 წლის თებერვალში გაიხსნა. ცენტრი ყოველწლიურად 6-დან 18 წლამდე ასაკის 55 ბავშვს ემსახურება. პროექტის მეშვეობით ბავშვები დახმარებას იღებენ სასკოლო საგნების მომზადებაში, ეუფლებიან მათემატიკას, მუსიკას, ქართულ და ინგლისურ ენებს, გამოიმუშავებენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
მთელი წლის განმავლობაში ვალის დღის ცენტრში იმართება ზეიმები რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაულების დროს. ასევე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში, ექსკურსიებსა და ლაშქრობებში. ზაფხულს ადგილობრივი მრევლისა და მოხილისეების დახმარებით იმართება საზაბხულო ბანაკი დღის ცენტრის ბავშვებისთვის.
პარტნიორები: “კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაცია” (CNEWA)
ადგილმდებარეობა: ვალე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (სამხრეთ-დასავლეთი საქართველო)
ბავშვთა დღის ცენტრი სოფელ ეშტიაში
პროექტის მიზანი: ადგილობრივი ბავშვების განათლების ხელშეწყობა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
დფაფ
ბავშვებისა და ახალგაზრდების დღის ცენტრი სოფელ ეშტიაში ოფიციალურად 2017 წლის 31 ოქტომბერს გაიხსნა. ცენტრში ადგილობრივი ბავშვებისათვის ხორციელდება საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები. მათ აქვთ საშუალება ისწავლონ ქართული და ინგლისური ენები, ჩართულნი არიან ცეკვის და დრამის, მუსიკის და სიმღერის წრეებში, სწავლობენ კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევებს. პროექტის ერთ-ერთ მიზანია ბავშვებისთვის ქსოვის და თექის ნაწარმის შექმნის უნარ-ჩვევების შესწავლა.
გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში, ექსკურსიებსა და ლაშქრობებში. მთელი წლის განმავლობაში ეშტიის დღის ცენტრში იმართება ზეიმები რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაულების დროს.
ცენტრში ფუნქციონირებს "არმათის" საინჟინრო ლაბორატორია, სადაც ბავშვები სწავლობენ კომპიუტერულ მეცნიერებებს და გრაფიკულ დიზაინს.
პარტნიორი: “კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაცია” (CNEWA)
ადგილმდებარეობა: სოფელი ეშტია, საქართველოს სამცხე-ჯავახეთი რეგიონი