პროექტის მიზანი: სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები, და მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
სოციალური საწარმო „Q-ART-ULI“ შეიქმნა საქართველოს კარიტასის „ხელობისა და ხელოვნების სტუდიის“ ბაზაზე. სტუდიის ბენეფიციარები და კურსდამთავრებულები ქმნიან მაღალი ხარისხის ხელნაკეთ ნივთებს. შექმნილი პროდუქცია იყიდება ადგილობრივ მაღაზიებში. ასევე შეძენა შესაძლებელია ონლაინ: www.qartuli.caritas.ge, ფეის-ბუქ პლატფორმაზე: @QARTULI - https://www.facebook.com/qARTuliCaritas და ინსტაგრამ გვერდზე: q_art_uli
თითოეული მაღალი ხარისხის შექმნილი ნივთის სანაცვლოდ, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიჭებათ „ქულები“. დაგროვილი ქულების შესაბამისად, საქართველოს კარიტასი მიერ ხდება ბავშვებისთვის მათთვის სასურველი ნივთების შეძენა. 18 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდები იღებენ შემოსავალს თითოეული შექმნილი და გაყიდული ნივთის საფასურისგან.
პარტნიორები: ქ. თბილისის მერია; პაპის ფონდი; ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის კათოიკური ასოციაცია; ჩილდრენ ონლუსი
ადგილმდებარეობა: თ. ერისთავის ქუჩა 2დ, 0192 თბილისი
