რა არის პროგრამის მიზანი?
პროგრამის მიზანია მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური დახმარება და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ღირსების დაცვა .
სოციალური დაცვის პროგრამა ასევე ახორციელებს საქართველოში არსებული სოციალური მომსახურებების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ვის ვეხმარებით?
პროგრამის ფარგლებში დახმარებას იღებენ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკვების, სოციალიზაციისა და თვითრეალიზების, სოციალურ საკითხებში კონსულტაციის და ტანსაცმლის საჭიროება.
პროგრამა ადამიანებს დახმარებას უწევს შემდეგი პროექტების მეშვეობით:
- ჰუმანიტარული სასადილო თბილისში
- ხანდაზმულთა დღის ცენტრი „ჰარმონია“
- მოსმენის ცენტრები და სიღარიბის შესწავლა
- ტანსაცმლის შეგროვება და დარიგება - „სიკეთის ყუთი“
ადგილმდებარეობა: თორნიკე ერისთავის კუჩა #23, 0192 ქ. თბილისი