პროექტის მიზანი: სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ბენეფიციარების კონსულტირება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გადამისამართება სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებში, საქართველოს კარიტასის ან სხვა ორგანიზაციების მომსახურებებში. ასევე ბენეფიციარების საჭიროებების ანალიზი, რაც საქართველოს კარიტასს საშუალებას მისცემს გააუმჯობესოს ან შექმნას საჭიროებებზე მორგებული მომსახურებები და შეიმუშაოს რეკომენდაციები სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
პროექტი შეისწავლის მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას და უწევს მათ დახმარებას კონსულტირებისა და ადვოკატირების კუთხით. პროექტი ხელს უწყობს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასაც, რესურსების მობილიზებისთვის, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური კეთილდღეობის გასაზრდელად.
„მოსმენის ცენტრი“ მოქალაქეებს აწვდის შემდეგი სახის მომსახურებას:
- კონსულტირება საჭირო მომსახურებებისა და მასში ჩასართავი კრიტერიუმებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაციის მიწოდება საქართველოს კარიტასის მომსახურებაში ჩასართავად წესებისა და პირობების შესახებ;
- გადამისამართება მუნიციპალურ, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში შესაბამისი მომსახურების მისაღებად;
ვის შეუძლია მიმართოს მოსმენის ცენტრს:
საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სოციალური სახის სირთულეები და საჭიროებს სოციალურ მხარდაჭერას.
ტელეფონი: (+995) 591 75 56 47
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 12:00-16:00 (დასვენების დღეების გარდა)
ადგილმდებარეობა: თორნიკე ერისთავის კუჩა #23, 0192 ქ.თბილისი
პარტნიორები: USCCB, Caritas Italiana