პროექტის მიზანი: ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების ქუჩიდან გარიდება და მათთვის საჭირო დახმარების გაწევა.
dnsjfks
მობილური ჯგუფები
მობილური ჯგუფის წევრები: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, მძღოლი და თანასწორგანმანათლებელი ბავშვთან ამყარებენ კონტაქტს, აფასებენ მის მდგომარეობას და ნდობის მოპოვების მიზნით ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობას: ორგანიზებას უწევენ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს, ასწავლიან წერა-კითხვას, აწვდიან ინფორმაციას ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე, სხვადასხვა დაავადებასა და მავნე ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით გავლენაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია, მობილური ჯგუფი ბავშვს სთავაზობს მიუსაფარ ბავშვთა ცენტრებში არსებულ სხვადასხვა სერვისს, ან მათზე მორგებულ ალტერნატიული ზრუნვის მომსახურეობას.
თბილისსა და რუსთავში ამჟამად მუშაობს ორი მობილური ჯგუფი. მობილური ჯგუფი ემსახურება ქუჩასთან კავშირში მყოფ ბავშვებს და წვლილი შეაქვს საერთო მიზნის მიღწევაში – გაარიდოს ბავშვი ქუჩას; აღძრას ინტერესი ახალი, ცხოვრებისთვის აუცილებელი, უნარების სწავლისკენ და გადაამისამართოს სხვადასხვა მომსახურეობაში.
jdsfndsfCNd
პარტნიორები: საქართველოს მთავრობა; „გერმანიის კარიტასი“; “Kindermissionswerk”; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP); შპს "ჯეოსთილი"; შპს "იფქლი დიღომი" ; აიპ "მობილური სკოლა" ;
დღის ცენტრი:
„ემეგობრე“, ს. ჭილაიას ქ. N 4, ქ. თბილისი