პროგრამის მიზანი:
განათლების გაძლიერების პროგრამის მიზანია საქართველოში ინკლუზიურ განათლების პროცესების გაძლიერება, არსებული სერვისების (ბაღი სკოლა, პროფ სასწავლებელი) გაძლიერების გზით. შეზღუდული შესაძლებლობის პირების საჭიროებაზე მორგებული არსებული და ახალი სერვისების განვითარება. შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისა და მოზარდების კონკურენტუნარიანობის გაზრდა პროფესიული განათლების მეშვეობით
ვის ვეხმარებით?
- 3-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს
- 8 საპილოტე სკოლის და 2 საპილოტე ბაღის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს
- 8 საპილოტე სკოლის მოსწავლეებს
- 12-21 წლამდე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებსა და მოზარდებს
- საპილოტე სკოლებისა და ბაღებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების მშობლებს
- პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს
საქართველოს კარიტასი წლის განმავლობაში დახმარებას უწევს: 1000-ზე მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას, 50 ზე მეტ მასწავლებელსა და სხვა სპეციალისტებს, 50 მეტ პროექტში ჩართულ სტუდენტს შემდეგი პროექტების მეშვეობით:
- ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტი
- კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი
- სოციალური კაფე
- ბავშვთა ადრეული განვითარება
მიზანი
პროექტის მიზანია შექმნას დასაქმების შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის შრომით ბაზარზე.
Caritas Georgia Inclusive Education Program/ინკლუზიური განათლების პროგრამა

