🤝 მოხალისეობა
💡რა არის მოხალისეობა?
მოხალისეობა არის შესაძლებლობა, რომ ანაზღაურების გარეშე სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო და უნარები. მცირე დახმარებაც კი აუმჯობესებს სხვის ცხოვრებას და ამავდროულად გეხმარება ახალი გამოცდილების, ცოდნისა და უნარების განვითარებაში.
🌟რატომ უნდა გავხდე მოხალისე?
- 💖 შეცვალო ადამიანის ცხოვრება
- 🏙️ უკეთესობისკენ შეცვალო საზოგადოება
- 📚 მიიღო ახალი ცოდნა და გამოცდილება
- 🛠️ განავითარო ახალი უნარ-ჩვევები
- 🌍 გაიცნო ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან
- ✨ იგრძნო თვითკმაყოფილება დახმარებისგან
- ⏳ გამოიყენო შესაძლებლობები სადაც საჭიროა
- 🎯 შედეგიანად გამოიყენო თავისუფალი დრო
🎁მოხალისეები გასცემენ:
⏰ დროს • ⚡ ენერგიას • 🙌 მოთმინებას • 🔥 ენთუზიაზმს • 📘 ცოდნას • 🧩 გამოცდილებას • 🤗 მეგობრობას
კარიტასში
მოხალისეები ეხმარებიან ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს, ობლებს, ლტოლვილებს, უსახლკაროებს, მარტოხელა მოხუცებს, სოციალურად დაუცველ პირებს და სტიქიური მოვლენებით დაზარალებულ ადამიანებს. კვირაში რამდენიმე საათიც კი ცვლის ადამიანების ცხოვრებას.
🎉მოხალისეების აქციები
- წვნიანი უსახლკაროთათვის – კვირაში ორჯერ ცხელ საკვებს იღებენ ქუჩაში მცხოვრები ადამიანები.
- ტანსაცმლის პუნქტი – სოციალურად დაუცველი პირები იღებენ ტანსაცმელს კვირაში ორჯერ.
- მზიანი ოთახი – შეხვედრები ბავშვებთან, გაკვეთილები და გასართობი აქტივობები.
- საზაფხულო ბანაკები – შემეცნებითი და სამუშაო ბანაკები სხვადასხვა რეგიონებში.
| საქართველოს კარიტასის მოხალისეთა მართვის სახელმძღვანელოს დანართი | |
| მოხალისეს სახელმძღვანელო |