პროექტის მიზანი: კვების საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის ამაღლება ცხელი სადილის მიწოდებით. პროექტის წევრების უმრავლესობას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, შესაბამისად ჰუმანიტარული სასადილოს თანამშრომლები ცდილობენ შეადგინონ მენიუ, რომელიც არ ავნებს მათ ჯანმრთელობას.
ჰუმანიტარული სასადილო კვირაში 5-ჯერ პროქტის მონაწილეებს აწვდის ცხელ სადილს.
იმ შემთხვევაში, როდესაც პროქტის მონაწილე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ვერ დადის სასადილოში, მას მიეწოდება ცხელი სადილი საცხოვრებელ ადგილზე.
ვის შეუძლია მომართოს ჰუმანიტარულ სასადილოს:
სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან გამოუვალ მდგომარეობაში და საჭიროებენ კვებას.
პარტნიორები: კომპანია “JT International Luxembourg S.A.”; "CNEWA", Renovabis
ადგილმდებარეობა: თორნიკე ერისთავის ქუჩა #23, 0192 ქ.თბილისი







