პროექტის მიზანია საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროგრამების ბენეფიციარების მშობლების მხარდაჭერა და გაძლიერება, რათა მათ შეძლონ სათანადო ზრუნვა გაუწიონ მათ შვილებს. სოციალური მუშაკი ოჯახებში ვიზიტების გზით აფასებს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად სთავაზობს მათ კარიტასის ფარგლებში არსებულ მომსახურებებს. საჭიროების შემთხვევაში ხდება გადამისამართება შესაბამის სახელმწიფო ან არასამთავრობო სტრუქტურებში.
მშობლებს, ფსიქო-ემოციური სირთულეების დაძლევის მიზნით, უტარდებათ ინდივიდუალური კონსულტაციები ფსიქოლოგის მიერ. ფსიქოლოგი ასევე აწვდის მათ ინფორმაციას ეფექტური მშობლობის, პოზიტიური აღზრდის, რთული ქცევის მართვის, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და ბავშვების განვითარების ეტაპების თავისებურებების შესახებ. მშობლებს შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობისთვის შეიქმნა პლატფორმა “მშობლები მშობლებისათვის”.
ბავშვებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და მშობლების ჩართულობის გაზრდის მიზნით ტარდება სხვადასხვა ერთობლივი აქტივობა, მათ შორის სასწავლო გაკვეთილები, ექსკურსიები და თემატური ფილმების ჩვენება შემდგომი განხილვებით.
ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების და მშობლების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მშობლებს ეძლევათ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. ისინი ეუფლებიან კულინარიის, თმის სტილისტის, ჭრა-კერვის და ფრჩხილის კოსმეტიკის პროფესიას. მიღებული უნარ-ჩვევები მათ საშუალებას აძლევს შემდგომში დასაქმდნენ ან დაიწყონ მცირე შემოსავლიანი საქმიანობა.
პარტნიორები: რენოვაბისი (გერმანია)
მდებარეობა: საქართველო, თბილისი, 0192, თორნიკე ერისთავის ქ. 2დ
