მიმდინარე პროექტი გულისხმობს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის (CCT) შექმნას და ფუნქციონირებას, რომელიც ბავშვთა ზრუნვის პროექტების ბენეფიციარებსა და სხვა ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, შეუქმნის შესაძლებლობას, უსასყიდლოდ დაეუფლონ შესაბამის უნარებს. მიღებული განათლება მნიშვნელოვნად გაზრდის ახალგაზრდების დასაქმების შანსებს და დაეხმარება მათ კარიერულ გზაზე წარმატების მიღწევაში.
პროექტის მიზანი
სოციალურად დაუცველი ბავშვების/ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის გაზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე მათი პროფესიული განათლების მიწოდების გზით შემოქმედებითი ტექნოლოგიების სფეროში.
პირდაპირი ბენეფიციარები: 148 სტუდენტი, პროექტის მონაწილეთა მინიმუმ 15% იქნებიან ახალგაზრდები სპეციალური ინკლუზიური საჭიროებებით.
ყოველწლიურად, მიმდინარე პროექტის ბენეფიციარები არიან არის 12-დან 20 წლამდე 148 ბავშვი და ახალგაზრდა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშები, საქართველოს კარიტასის ბავშვთა დაცვის პროექტების ბენეფიციარები და საქართველოს კარიტასის ცენტრალური ოფისის მიმდებარე რაიონში მცხოვრები ბავშვები.
კურსები
პროექტის ფარგლებში 4 კურსი იქნება შეთავაზებული:
1. თამაშების პროგრამირება - კურსის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა, მიღებული ცოდნით შეძლონ კომპიუტერული და მობილური ტიპის 2D თამაშების შექმნა. კურსის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამა Unity-ში მუშაობას, C# პროგრამული ენის გამოყენებით. ასევე გაეცნობიან თამაშის დაგეგმვის პრინციპებს, ალგორითმების შემუშავებას და მათ განვითარებას.
2. გრაფიკული დიზაინი - 52 სტუდენტი შეისწავლის გრაფიკულ დიზაინს, რომელიც არის ვიზუალური კომუნიკაციისა და პრობლემის გადაჭრის პროცესი ერთი ან რამდენიმე ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით.
3. ვებ პროგრამირება - ფრონტ-ენდ დეველოპერები დიზაინერებთან ერთად ქმნიან ციფრულ სამყაროს ადამიანისთვის გასაგებ ვიზუალად და ზრუნავენ მის გაცოცხლებაზე ფუნქციონალის მეშვეობით. კურსის განმავლობაში შეისწავლება თანამედროვე ტექნოლოგიები ვებ-გვერდის ვიზულისა და ფუნქციონალის შექმნისთვის.
აღნიშნულ კურსს, რომელიც მოიცავს ბევრ განსხვავებულ უნარს და დისციპლინას ვებსაიტების წარმოებასა და შენარჩუნებაში, გაივლის 48 ბავშვი და მოზარდი.
4. პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება- ეს კურსი უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ შესავალს ხელით ტესტირებაში ხარისხის უზრუნველყოფის (QA). სტუდენტები მიიღებენ მტკიცე გაგებას პროგრამული უზრუნველყოფის ხელით ტესტირების პრინციპებისა და ტექნიკის შესახებ. კურსი ფოკუსირებულია პრაქტიკულ სწავლაზე და რეალურ სამყაროში არსებულ სცენარებზე, რათა მოამზადოს სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის QA-ში.