ახალგაზრდული დღის ცენტრი ქუთაისში
პროექტის მიზანი: ქუთაისის ყველაზე მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების დონის გაუმჯობესება; სწავლის მიტოვებისა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია.
საქართველოს კარიტასის ქუთაისის დღის ცენტრში ბავშვებს სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ოჯახებიდან, კვალიფიციური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ხელმძღვანელობით, შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში.
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ბავშვები დახმარებას ღებულობენ სასკოლო საგნების მომზადებაში, დამატებით სწავლობენ მათემატიკას, ქართულ და ინგლისურ ენებს, ცეკვას, სიმღერას. გარდა ამისა, ბავშვები გამოიმუშავებენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, ეუფლებიან ქსოვის,თექის და თიხაზე მუშაობის ტექნოლოგიებს. ასევე, ცენტრში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, მიიღონ პროფესიული განათლება და დაეუფლონ სადურგლო საქმეს.
პარტნიორები: საქართველოს შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, USCCB აშშ.,“AssociazioneBertoniCooperazione e Sviluppo”(A.B.C.S)იტალია; , “AmiciDonBaldo“ იტალი, ქ. ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტო და საჯარო სკოლები
მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 33, ქუთაისი