ააიპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ 1994 წლის 3 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიამ დააარსა და დღემდე აქტიურად მუშაობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ჰუმანიტარული, სოციალური, ჯანმრთელობისა და განვითარების სფეროში, ეხმარება საქართველოს მოწყვლად მოსახლეობას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქველმოქმედებისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.
საქართველოს კარიტასი დაარსების დღიდან ემსახურება საქართველოს უპოვარ მოსახლეობას. ის ცდილობს ისეთი ქართული საზოგადოების შექმნას, რომელიც დაიცავს თითოეული ადამიანის ღირსებას და მათ ფუნდამენტურ უფლებებს, რათა ქვეყანაში დამყარდეს მშვიდობა, სამართლიანობა, გულმოწყალეობა, სოლიდარობა და საზოგადოებრივი ინტერესი დომინირებდეს ინდივიდუალურ ინტერესებზე.
1998 წლიდან საქართველოს კარიტასი „Caritas Europa”-ს ქსელისა და „Caritas Internationalis”-ის კონფედერაციის სრულფასოვანი წევრია(იგი შედგება 162 წევრისგან) და თავისი პროექტების და პროგრამების მეშვეობით ეხმარება მარტოხელა მოხუცებს, უსახლკარო ადამიანებს, შშმ პირებს, შინ მოვლის მწოლიარე პაციენტებს (მათზე ყოველდღიური ზრუნვით და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მეშვეობით). განვითარების კუთხით - ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ბავშვებისა და მოზარდების განათლებასთან, პროფესიულ მომზადებასთან, ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტეის რე-ინტეგრაციასთან და სოფლის თემების განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით.
- ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება
- ჯანმრთელობის დაცვა
- სოციალური დაცვა
- თემის და მოხალისეობის განვითარების პროგრამა
- საგანგებო სიტუაციებისთვის რეაგირება და მათზე მზადყოფნა
- განათლების გაძლიერების პროგრამა
- მიგრაცია
- კარიტასი რეგიონებში
- სოციალური საწარმოები
