საქართველოს კარიტასის მიგრაციის პროგრამა ეხმარება მიგრაციის პროცესით დაზარალებულ პირებს – მათი სოციოეკონომიკური რეინტეგრაციის ხელშეწყობით, ლეგალური შრომითი მიგრაციის გზების უზრუნველყოფითა და ჰუმანიტარული დახმარებით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეულ პირს მივაწოდოთ საჭირო ინსტრუმენტები, ცოდნა და მხარდაჭერა ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების შესაქმნელად – იქნება ეს სამშობლოში დაბრუნება, უცხოეთში მუშაობის სურვილი, თუ კონფლიქტის შედეგად იძულებითი გადაადგილება.
პროგრამის მიზანი:
დაბრუნებული მიგრანტების ღირსეული და მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობა, უსაფრთხო და ლეგალური შრომითი მიგრაციის შესაძლებლობების წახალისება და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მიზნობრივი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა.
ვის ვემსახურებით?
- დაბრუნებული მიგრანტები, რომლებიც გადამისამართებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. მათ ვთავაზობთ ინდივიდუალურ სოციალურ მხარდაჭერას, პროფესიულ გადამზადებას, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის დაწყების ხელშეწყობას და დასაქმების მხარდაჭერას.
! გთხოვთ გაითვალისწინოთ:
სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ოფიციალურად გადმოგზავნილი პირებისთვის! - ექთნები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ ლეგალურ შრომით მიგრაციის პროგრამებში და უცხოეთში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს იღებენ.
- უკრაინელი ლტოლვილები და სხვა იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში, რომლებსაც ვთავაზობთ ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებას.
მიგრაციის პროგრამა მუშაობს როგორც მიგრაციის გამოწვევებთან, ისე მის შესაძლებლობებთან და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ბენეფიციარს, რომელიც ჩვენს სერვისებზეა უფლებამოსილი, მიეწოდოს მხარდაჭერა, ინფორმაცია და რესურსები, რაც აუცილებელია უსაფრთხო და დამოუკიდებელი მომავლისთვის.
Caritas Georgia Migration Proram/მიგრაცის პროგრამა
