ვეხმარებით დაბრუნებულ მოქალაქეებს საქართველოში ახალი ცხოვრების დაწყებაში
თუ ევროპიდან საქართველოში ოფიციალური რეინტეგრაციის პროგრამის მეშვეობით ბრუნდებით, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასა და ახალ რეალობასთან შეგუებაში. თქვენ არ ხართ მარტო — ჩვენ აქ ვართ, რათა ერთად განვაგრძოთ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი საქართველოში.
რას გთავაზობთ
ჩვენ გვერდით დაგიდგებით როგორც ჩამოსვლისთანავე, ასევე რეინტეგრაციის გრძელვადიან პროცესში:
- გამგზავრებამდე კონსულტაცია და საქმის მართვა
- აეროპორტში დახვედრა და გადაუდებელი თავშესაფარი
- პროფესიული სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა
- მცირე ბიზნესის წამოწყების მხარდაჭერა
- იურიდიული, ადმინისტრაციული და სამედიცინო დახმარება
- სპეციალიზებული დახმარება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის მიუსაფარი არასრულწლოვნებისთვის
ჩვენ ვიცით, რომ დაბრუნების გზა ყველასთვის ინდივიდუალურია — ამიტომ ვთავაზობთ მორგებულ მომსახურებას დაბრუნებიდან 12 თვის განმავლობაში.
❗გთხოვთ გაითვალისწინოთ:
მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც ოფიციალურად არიან გადამისამართებული პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.
📞 ცხელი ხაზი დაბრუნებულებისთვის
საქართველოს კარიტასი ბელგიის კარიტასთან პარტიორობაში, Frontex-ის, Fedasil-ისა და Misereor (Solwodi)-ს მხარდაჭერით, სთავაზობს ორ ძირითად მომსახურებას:
☎️ ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი უზრუნველყოფს დაბრუნებულების უფასო და კონფიდენციალურ მხარდაჭერას:
- ინფორმაცია რეინტეგრაციის პროგრამებზე და ხელმისაწვდომ დახმარებაზე
- ემოციური მხარდაჭერა და კონსულტაცია
- გადამისამართება შესაბამის სამსახურებსა და ორგანიზაციებში
📞 ცხელი ხაზის ნომერი:
0 322 15 11 10
(შეარჩიეთ: 1 — საბერძნეთი, 2 — კვიპროსი და პოლონეთი, 3 — სხვა ქვეყნები)
🕐 სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 14:00
სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ, თქვენთვის დაინიშნება შეხვედრა ჩვენს სერვის ცენტრში, სადაც საჭიროებიდან გამომდინარე შეძლებთ მიიღოთ შემდეგი მომსახურება:
- პირველადი დახმარება ჩამოსვლის შემდეგ: აეროპორტში დახვედრა, გადაუდებელი თავშესაფარი, იურიდიული, ადმინისტრაციული და სოციალური მხარდაჭერა
- ეკონომიკური რეინტეგრაცია: მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, პროფესიული სწავლება, დასაქმების კონსულტაციები
- მოწყვლადი დაბრუნებულების დახმარება: სამედიცინო და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, დახმარება პირებისთვის, ვისაც არ აქვს სოციალური ქსელი
- სპეციალიზებული დახმარება მიუსაფარი არასრულწლოვნებისთვის
დონორები:
- ბელგიის სოციალური ინტეგრაციის სამინისტრო
- FEDASIL (ბელგიის თავშესაფრის ფედერალური სააგენტო)
- ბელგიის კარიტასი
- გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია SOLWODI
- Frontex (ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო)
