შორ მანძილზე დახმარება
„თუ ასი ადამიანის დაპურება არ შეგიძლია, დააპურე მხოლოდ ერთი.“ – დედა ტერეზა
ვინ გელოდება, რომ დაეხმარო?
• ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე / მზრუნველობამოკლებული / სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვი; ახალგაზრდა, რომელიც მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს.
• მარტოხელა მოხუცი, რომელიც ყველანაირ ყურადღებას და დახმარებას არის მოკლებული და ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა; ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოხუცი.
რას მიიღებ დახმარების შემდეგ?
• მისასალმებელ წერილს, ბავშვის ან მოხუცის შესახებ ინფორმაციით
• ბავშვის ან მოხუცის სურათებს
• წერილებს, ნახატებს ან ვიდეოებს
• რეგულარულ ახალ ამბებს შენს ბავშვზე ან მოხუც ადამიანზე
რატომ უნდა დაეხმარო ადამიანს საქართველოს კარიტასის მეშვეობით?
საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი „შორ მანძილზე დახმარების“ პროექტს 2003 წლიდან ახორციელებს. მისი შექმნის დღიდან ისეთი დონორების დახმარებით, როგორიც შეიძლება იყო შენ, 1190 მოწყვლადმა ბავშვმა და 574-მა გასაჭირში მყოფმა მოხუცმა მიიღო დახმარება და მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა.
ინფორმაცია საქართველოს კარიტასში არის გამჭირვალე. შენ მიიღებ დეტალურ ინფორმაციას შენი შემოწირულობის და იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც დაეხმარები. ასევე, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოინახულო შენი ბავშვი ან მოხუცი ადამიანი. შემოწირული თანხა არ გადაეცემა პირადად ბავშვს ან მოხუც ადამიანს ყოველ თვე. ამის ნაცვლად, ჩვენ თანხას ვანაწილებთ ბავშვების/მოხუცების საჭიროების მიხედვით.
მეტი ინფორმაცია „შორ მანძილზე დახმარების“ შესახებ:?
„შორ მანძილზე დახმარება“ არის მარტივი გზა, რომ დაეხმარო გასაჭირში მყოფ ბავშვს ან მოხუცს. შემოწირულობის მეშვეობით, შენ შეგიძლია გააუმჯობესო მოწყვლადი ბავშვის ან მოხუცის ცხოვრება და გახდე მისი ოჯახი შორი მანძილიდან. ამასობაში, ჩვენ გეხმარებით, რომ დაამყაროთ ურთიერთობა თქვენს ბავშვთან ან მოხუც ადამიანთან წერილების, სურათების, ვიდეოების, ფოტოების და სხვა ახალი ამბების მეშვეობით.
აღნიშნული არის ეფექტური გზა სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. როდესაც ეხმარები გასაჭირში მყოფ ადამიანს, შენ მისთვის ხდები შორ მანძილზე მყოფი ოჯახი, რომელიც ბავშვს/მოხუცს მომავლის იმედს აძლევს.
პროგრამა ეხმარება სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს ან მოხუცებს, რომლებიც არიან საქართველოს კარიტასის პროექტების ბენეფიციარები.
საქართველოს კარიტასის მხრიდან, შენ რეგულარულად მიიღებ ახალ ინფორმაციას შენს მიერ დაფინანსებული ადამიანის შესახებ, წერილების, ბარათების, ფოტო-სურათებისა და სხვა მასალის დახმარებით. ჩვენ ასევე მოხარულები ვიქნებით თქვენი სტუმრობით.