პროექტის მიზანი: საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროექტების ბენეფიციარების მშობლების მხარდაჭერა და გაძლიერება, რათა მათ შეძლონ სათანადო ზრუნვა გაუწიონ მათ შვილებს. კარიტასის დღის ცენტრის მომსახურების ბენეფიციართა ოჯახებში პრობლემების გამოვლენის მიზნით, სოციალური მუშაკი აფასებს ოჯახებში არსებულ მდგომარეობას ვიზიტების მეშვეობით. გამოვლენილ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, სთავაზობს საქართველოს კარიტასის პროგრამების ფარგლებში არსებულ მომსახურებებს ან ახდენს ოჯახების გადამისამართებას შესაბამის ინსტიტუციებში.
მშობლებს ფსიქო-ემოციური პრობლემების გადასაჭრელად უტარდებათ პროფესიონალი ფსიქოლოგის ინდივიდუალური კონსულტაციები. გარდა ამისა, ფსიქოლოგი მშობლებს აწვდის ინფორმაციას პოზიტიური აღზრდისა და რთული ქცევის მართვის, პრობლემური სიტუაციების გადაჭრის არა-კონფლიქტური გზებს და ინფორმაციას ბავშვების განვითარების სხვადასხვა ფაზების სპეციფიკაზე. მშობლებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, შექმნილია პლატფორმა "მშობლები-ეხმარებიან-მშობლებს".
ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების და მშობლების ბავშვების ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის მიზნით, ტარდება ერთობლივი აქტივობები, როგორიცაა ერთობლივი სასაწავლო გაკვეთილები, ექსკურსიები, თემატური ფილმების ჩვენება შემდგომი დისკუსიებით.
ოჯახის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად მშობლებს საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული უნარ-ჩვევები კულინარიის, თმის სტილისტის, ჭრა-კერვის, ფრჩხილის კოსმეტიკისა და საკონდიტრო 5-თვიანი სასწავლო კურსების მეშვებით.
პარტნიორები: კარიტასი უდინე, იტალია
მდებარეობა: საქართველო, თბილისი, 0192, თორნიკე ერისთავის 1. 2დ