პროექტის მიზანი: სოციალურად დაუცველი ბავშვების და ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროფესიული უნარებით აღჭურვის მეშვეობით. ხელოვნების სტუდიაში ბავშვები ეუფლებიან კერამიკის, ტიხრული მინანქრის, ხატწერა /ფერწერის, ხის, ქვის და მეტალის მხატვრული დამუშავების, ხალიჩების და ფარდაგების ქსოვის, თექის ნაწარმის შექმნის უნარებს. ასევე ეუფლებიან ხის ავეჯის რესტავრაციას, ბუხრის აწყობას და მეტალის აქსესუარებიანი ავეჯის შექმნას, შემდუღებლის საქმეს.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვების ჯანმრთელობის სტაბილურობის უზრუნველყოფა, ბავშვებისათვის ჰიგიენის სწორი წესების სწავლება, ძალადობის, ექსპლუატაციისა და უგულებელყოფისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფა რისკის შემცველ სიტუაციების თავიდან აცილების და ძალადობის შემთხვევაში სათანადო ქცევის სწავლების მეშვეობით. ფსიქო-ემოციური პრობლემების არსებობის შემთხვევაში ბავშვები უკავშირდებიან პროფესიონალ ფსიქოლოგს და იღებენ შესაბამის დახმარებას. ასევე საშუალება აქვთ რეაბილიტაცია გაიარონ ხელოვნებით თერაპიის მეშვეობით დღის ცენტრში მოქმედ კერამიკისა და ხატვის სახელოსნოებში.
ხდება ახალგაზრდების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების სხვადასხვა სახის გამოფენა-გაყიდვებზე წარდგენა.
წლის განმავლობაში ეწყობა ექსკურსიები და მასტერ-კლასები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა ბავშვები გაეცნონ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელ ორნამენტებს. მასტერ-კლასების დროს ბავშვებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ პრაქტიკულ სამუშაოებში ადგილობრივი მხატვრების სახელოსნოებში.
სტუდიის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ სხვადასხვა სახელოსნოში, მიიღონ პირადი შეკვეთები ან გააგრძელონ ნივთების შექმნა საქართველოს კარიტასის მიერ 2019 წელს დაარსებულ სოციალურ საწარმოში „Q-ART-ULI“.
ცენტრში ყოფნისას ყველა ბავშვი უზრუნველყოფილია საუზმით ან/და სადილით დასწრების საათების შესაბამისად. წელიწადში ოთხჯერ ბავშვებს ურიგდებათ სეზონური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.
პარტნიორები: საქართველოს მთავრობა,
ადგილმდებარეობა: თ. ერისთავის ქუჩა 2დ, 0192 თბილისი