ადამიანის ღირსება
თითოეული ადამიანი ღმერთის ხატად არის შექმნილი და აქვს თანასწორი ღირსება და ღირებულება. ეს ღირსება ყოველთვის უნდა იყოს დაცული მიუხედავად ასაკის, წარმოშობის, რელიგიისა თუ სოციალური სტატუსისა.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი პატივს სცემს თითოეულ ბენეფიციარს როგორც თანასწორს და უზრუნველყოფს სერვისების მიწოდებას თანაგრძნობით, პატივისცემითა და კონფიდენციალურობით დისკრიმინაციის გარეშე.
ღარიბებისთვის უპირატესობის მინიჭება
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ღარიბებსა და მოწყვლად ადამიანებს. საჯარო პოლიტიკა, ეკონომიკური გადაწყვეტილებები და პირადი ქმედებები უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორი გავლენა აქვთ მათ საზოგადოებაზე.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი პრიორიტეტს ანიჭებს მათ, ვინც ცხოვრობს სიღარიბეში, მოწყვლად ოჯახებს, ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს, მიგრანტებსა და მათ, ვინც გარიყულია საზოგადოებიდან.
საერთო სიკეთე
საერთო სიკეთე ნიშნავს ისეთი სოციალური პირობების შექმნას, რომლებშიც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა მიაღწიონ თავიანთ სრულ პოტენციალს. ეს მოითხოვს სამართლიანობას, მშვიდობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას საბაზისო საჭიროებებზე.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი თემის კეთილდღეობაზე მუშაობს სოციალური სამართლიანობის, საბაზისო სერვისების ხელმისაწვდომობის და ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემის პოპულარიზაციით.
დედამიწის ღირებულებების საყოველთაო დანიშნულება
დედამიწის რესურსები ადამიანების სასიკეთოდაა გათვალისწინებული. საკვები, წყალი, მიწა და სიმდიდრე თანაბრად უნდა იყოს განაწილებული მათთან, ვისაც არ აქვს დაკმაყოფილებული საბაზისო საჭიროებები.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი მხარს უჭერს ისეთი რესურსების თანაბრად განაწილებას, როგორიცაა: საკვები, ტანსაცმელი, თავშესაფარი, ჯანმრთელობის სერვისები და განათლება - მათთან, ვისაც თავად არ აქვს მათი მიღების საშუალება.
სოლიდარობა
სოლიდარობა ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, პასუხისმგებლები ერთმანეთზე. უნდა ვიდგეთ მათ გვერდით, ვინც განიცდის სირთულეებს და ერთად უნდა ვიზრუნოთ სამართლიანობასა და მშვიდობაზე.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი რთულ სიტუაციებში დგას ადამიანების გვერდით, უსმენს მათ საჭიროებებს, მხარს უჭერს კრიზისის დროს, აყალიბებს მათთან კავშირის და საერთო ზრუნვის შეგრძნებას.
დედამიწის მეურვეობა
ღმერთმა დედამიწა ანდო კაცობრიობას, შესაბამისად მას უნდა მოვუფრთხილდეთ. ბუნების დაცვა და რესურსების სწორად გამოყენება უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ახალი თაობებისთვის.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი ახალისებს რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენებას, გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გადამუშავების ინიციატივებს და მდგრად პრაქტიკებს, რომლებიც ამცირებს ნარჩენებს.
ადგილობრივიდან გლობალურამდე
ცვლილება ადგილობრივ თემში იწყება, თუმცა უნდა ეპასუხებოდეს ფართო, გლობალურ სისტემებს. ადგილობრივი ადამიანების მხარდაჭერასთან ერთად ფართო სოციალური ცვლილებებისთვის ადვოკატირება ქმნის განგრძობით ეფექტს.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი პასუხობს ადგილობრივი თემის საჭიროებებს, ამის პარალელურად კი თავის მუშაობას აკავშირებს სახელმწიფო პოლიტიკებთან და კარიტასის გლობალურ ქსელთან, ადვოკატირებს გრძელვადიანი სოციალური ცვლილებებისთვის.
სწავლა და განვითარება
ყოველ ადამიანს აქვს პიროვნული ზრდის, სწავლისა და ახალი ნიჭის აღმოჩენის უფლება. განათლება, ტრენინგი და თვითგანვითარების შესაძლებლობები ეხმარება ინდივიდებსა და თემს უკეთესი მომავლის შექმნაში.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი ბენეფიციარების, თემისა და თანამშრომლების გაძლიერებისა და დამოუკიდებლობისათვის მხარს უჭერს განათლების მიღებას, უნარების ჩამოყალიბებას და პროფესიულ ტრენინგებს.
პარტნიორობა და თანამშრომლობა
თემთან, ორგანიზაციებთან, ინსტიტუციებთან და მთავრობასთან ერთად მუშაობა აძლიერებს გავლენას და ხელს უწყობს საზიარო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. თანამშრომლობა აყალიბებს ნდობას და ქმნის მეტ ეფექტურ გამოსავალს.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი ძლიერი და ეფექტური მხარდამჭერი სისტემების ჩამოსაყალიბებლად მუშაობს მრევლთან, ადგილობრივ თემთან, სამთავრობო ინსტიტუციებთან, დონორებთან, მოხალისეებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.
მოწმეობა
ქრისტიანული ღირებულებები არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით გამოიხატება. სხვებისთვის სიყვარულით, სამართლიანობით და თანაგრძნობით მსახურება რწმენისა და სახარებისეული ღირებულებებისთვის ხორცშესხმაა.
საქართველოს კარიტასი:
საქართველოს კარიტასი თავისი ქმედებებით - გულწრფელი მზრუნველობით, თანაგრძნობით, სამართლიანობითა და ყოველდღიური ჩართულობით ირეკლავს ქრისტიანულ რწმენასა და სახარებისეულ ღირებულებებს.









