პროექტის მიზანი: მოწყვლადი ადამიანების ყოველდღიური რაციონის გაუმჯობესება მათთვის სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფის გზით.
სასადილო ფუნქციონირებს საკვები პროდუქტებისა და ფულადი შემოწირულობების ხარჯზე. პროექტის მიზანია ქალაქის ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის უზრუნველყოფა ყოველდღიური კვებით. სასადილო ემსახურება ბენეფიციარებს ადგილზე და, ამასთანავე, ახორციელებს ცხელი კერძების მიტანას გადაადგილების პრობლემის მქონე პირთა საცხოვრებელ ადგილებზე.
პარტნიორები: CNEWA, აშშ-ს კათოლიკურ ეპისკოპოსთა კონფერენცია
მდებარეობა: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 33, ქუთაისი, საქართველო