პროექტის მიზანი: მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აფინანსებს სოფლის ექიმისა და საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამებს, სამცხე-ჯავახეთის სოფლების სამედიცინო მომსახურება, კვლავაც პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან სამედიცინო მომსახურების მისაღებად სოფლის მოსახლეობას რაიონულ ცენტრში უწევს წასვლა. გარდა ამისა, რეგიონში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულების ბინაზე მომსახურების გამოცდილება. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს კარიტასმა დაიწყო შინმოვლის მომსახურება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
პროექტის ფარგლებში, პროფესიონალი ექთნები შინმოვლის მომსახურებას უწევენ სოციალურად დაუცველი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. ამჟამად პროექტი ემსახურება 180 გაჭირვებულ ადამიანს.
პარტნიორები: “კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაცია” (CNEWA)
ადგილმდებარეობა: ქ.ახალციხე; ქ. ვალე, სოფლები: არალი, ნაოხრები, უდე, ხიზაბავრა