უსახლკაროთ ღამის თავშესაფარი ქ. ბათუმში: “Cuore Amico”
პროექტის მიზანი: უსახლკარო ადამიანების ღამის თავშესაფრით უზრუნველყოფა; მათ სოციალური რეაბილიტაციაში ხელის შეწყობა.
ღამის თავშესაფარი “Cuore Amico” ბათუმში, 2003 წლიდან ეხმარება იმ უსახლკარო ადამიანებს, ვისაც ქალაქში ღამის თავშესაფარი სჭირდებათ. თავშესაფარი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს სამედიცინო, ფსიქოლოგიური დახმარებით, ჰიგიენით და სოციალური რეაბილიტაციის გავლაში ხელის შეწყობით.
პარტნიორები: “Associazione Bertoni Cooperazione e Sviluppo”(A.B.C.S) იტალია; ასოციაცია “Daquialà”, იტალია; კერძო შემოწირულობები, საქართველო.
მისამართი: მეტაქსას ქ.,10, ბათუმი, საქართველო
ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი ,,იმედის სახლი“
პროექტის მიზანი: ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია, რეინტეგრაცია ერგოთერაპიული და ფსიქოთერაპიული პროგრამის მეშვეობით.
ბენეფიციარებისთვის პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს 6 თვიდან მაქსიმუმ 18 თვეს. ეს არის ამ ტიპის პირველი ცენტრი ეროვნული მასშტაბით, რამაც საზოგადოებრივ დაწესებულებებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
პარტნიორები: ასოციაცია "Amici di don Baldo"; “Associazione Bertoni Cooperazione e Sviluppo”(A.B.C.S)იტალია
მისამართი: კახაბერის ქ. 4, #6, ბათუმი