შინმოვლა ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში
პროექტის მიზანი: ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; პაციენტების დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობის აღდგენა.
შინმოვლის პროექტი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სამედიცინო და სოციალური სერვისების სსახლში მიწოდებას. შინმოვლის არსია ლოგინსმიჯაჭვული პაციენტებისა და მათი ახლობლების უზრუნველყოფა სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურებით. აღნიშნული მომსახურება სოლიდარობის დიდი ნიშანია სათანადო მზრუნველობის გარეშე ყველასგან მიტოვებული ავადმყოფებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.
პარტნიორები: ორგანიზაცია „Renovabis“, გერმანია; ქუთაისის, ბათუმისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერია
განხორციელების ადგილი: ქუთაისი ნიუპორტის ქ.10, ოზურგეთი და ბათუმი.