გასულ შაბათს, “ალკოჰოლიზმის პრევენციისა და განათლების თემის” პროექტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდა გაიმართა საქართველოს კარიტასის „იმედის სახლში“ ქ. ბათუმში.
პროექტის მთავარი მიზანია ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია. 2005 წლიდან, პროექტი ეხმარება „Dormitorio“-ს ბენეფიციარებს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევაში. ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია შემდეგი მეთოდების მეშვეობით ხორციელდება: ადამიანიების გაძლიერება, მათი სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფნა, ურთიერთობებისა და ღირსების აღდგენა.
მრვალი მაგიდის შეხვედრაზე იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე; სკოლის დირექტორი, სადაც გაიმართა თანასწორი განათლების პროექტის პირველი შეხვედრები; ორი ოპერატორი ვინც გასულ წელს მონაწილეობა მიიღო მსგავს შეხვედრებში; იტალიის დელეგაციის წევრები – თანასწორი განათლების ტრენერები; ასოციაციის პრეზიდენტი; ალკოჰოლზე დამოკიდებული ჯგუფების ტრენერები და საქართველოს კარიტასის დელეგაციის წარმომადგენლები – პროგრამის მენეჯერი, კოორდინატორი და პროგრამის ოფიცერი.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ალკოჰოლის პრევენციის გზები. მინისტრის მოადგილემ ინტერესი გამოთქვა საქართველოს კარიტასის სხვადასხვა პროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ ბათუმში მსგავსი პროექტების არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. შეხვედრა მონაწილეებისთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო. მათ მსგავსი შეხვედრების გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.