19 დეკემბერს საქართველოს კარიტასის სოციალური დაცვის პროგრამაში ერთად გავაცოცხლეთ საშობაო სასწაული.
სოლიდარობის საშობაო სოფელმა შექმნა სადღესასწაულო გარემო, სადაც ნათლად იგრძნობოდა თანადგომისა და სოლიდარობის არსი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სოციალური საწარმოებისა და პროგრამის მონაწილეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი პროდუქცია, მოეწყო ინტერაქციული კუთხეები და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ სოციალური დაცვის პროგრამის საქმიანობას.