2026 წლის 1 ივნისს, კიკვიძის პარკში საქართველოს კარიტასის მიერ ორგანიზებული, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება ,,ბედნიერების კუნძული" გაიმართა.
ღონისძიებას ასობით ბავშვი ესწრებოდა. მათთვის მოეწყო სახის მოხატვისა და წიგნის კითხვის კუთხეები, ჯადოსნური ქუდების ვორქშოპი, გამოფენა-გაყიდვა, კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ბენეფიცირები როგორც თბილისიდან, ისე დასავლეთ და სამხრეთ საქართველოდან.
მადლობას ვუხდით თითეულ პარტნიორს დახმარებისთვის, თითოეულ ადამიანს სტუმრობის და კონტრიბუციისთვის ამ ლამაზი დღის ჯადოსნურად გადაქცევისთვის.