7-8 ოქტომბერს საქართველოს კარიტასის, საქართველოს ექთნების ასოციაციისა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საექთნო განათლების განვითარებისთვის ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა.
პირველ დღეს, 7 ოქტომბერს, სამუშაო ჯგუფს საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს სასწავლო პროგრამების მომზადების მიმდინარეობა, 8 ოქტომბრის შეხვედრის დღის წესრიგი და სხვა საორგანიზაციო საკითხები. გერმანიის კარიტასის კონსულტანტმა ანდრეას კრიუგერმა კი წარმოადგინა პრეზენტაცია ექთნების უწყვეტი განათლების შესახებ.
8 ოქტომბერს შეხვედრამ სასტუმრო „თბილისი ქორთიარდ მარიოტში“ გადაინაცვლა, სადაც სამუშაო ჯგუფმა უკვე ფართო აუდიტორიას გააცნო ექთნების პროფესიული განვითარებისთვის შექმნილი 5 ახალი სასწავლო პროგრამა და პროგრამების შემუშავების, აკრედიტაციისა და განხორციელების წესის პროექტი.
შეხვედრების მიზანია, ექთნები მომზადებულები შეხვდნენ სერტიფიცირების პროცესს, რომლის დაწყებასაც სახელმწიფო 2027 წლიდან გეგმავს.
[xfgiven_newsgallery image="1" scr]