პირველ აგვისტოს, ქუთაისის დღის ცენტრის საზაფხულო ბანაკს, რომელშიც მონაწილეობას იღემდგნენ მოხალისეები კარიტას ამბროზიანიდან, საქართველოს კარიტასის დირექტორი, ქ-ნი ანაჰით მხოიანი ესტუმრა. ეს იყო საინტერესო და მხიარული შეხვედრა, რომლის დროს ყველას შეეძლო თავიანთი გამოცდილების გაზიარება.
15 აგვისტოს, ქუთაისის საქართველოს კარიტასის თანამშრომლების და იტალიელი მოხალისეების ხელშეწყობით, მოხუცებულთა დღე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შინ მოვლის ბენეფიციარებმა, ყველამ ვინც მანქანამდე მისვლა შესძლო. ღონისძიება გაიმართა იმისთვის, რომ ხანდაზმულებს ერთი დღე, დღის ცენტრში ბავშვებთან და მოხალისეებთან ერთად გაეტარებინათ. მათ ერთად ისადილეს, ითამაშეს ლოტო და ჩვენმა ბავშვებმა ჩაატარეს კონცერტი. მოხუცებმა თავიანთი მხრიდან უპასუხეს სიმღერებით და ლექსებით. ერთად იმღერეს და იცეკვეს!
მოხუცებილთა დღე უკვე მეორედ ტარდება და წლევანდელი ღონისძიება უფრო ინტენსიური და მხიარული იყო. მოხუცებს ჰქონდათ შესაძლებლობა რამოდენიმე საათი განსხვავებულ, მეგობრულ გარემოში გაეტარებინათ.
ძალიან დიდი მადლობა ყველა მოხალისეს, ქუთაისის კარიტასის თანამშრომლებს და ბავშვებს ჩვენი მოხუცების გამხნევებისათვის! აუცილებლად გნახავთ მომავალ წელს!