ძვირფასო დირექტორო,
იტალიაში ყოფნის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და გულითადად მადლობას გიხდით თქვენს მიერ გამოგზავნილი საქართველოს კარიტასის 2016 წლიური ანგარიშისთვის, რომელშიც აღბეჭდილია თქვენი და თქვენი კოლექტივის გაწეული შრომა ყველაზე გაჭირვებულთათვის. ბევრჯერ ვარ ნამყოფი თქვენთან და ყოველთვის ვრჩებოდი აღფრთოვანებული თქვენი პროექტებით და იმ დახმარებით, რასაც წლების მანძილზე ეწევით თქვენი დონორის მეშვეობით. განსაკუთრებულად სასიამოვნოა ფაქტი, რომ იტალია რჩება საქართველოს კარიტასის ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერად. მე გისურვებთ, რომ თქვენი ურთიერთობა ჩემს ქვეყანასთან უფრო გაღრმავებულიყოს და გაძლიერებულიყოს, რაშიც ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენ ყოვეთვის ვიქნებით თქვენი დამაკავშირებელი ხიდი.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, თქვენ და საქართველოს კარიტასს. წარმატებას და კეთილდღეობას გისურვებთ.
ანტონიო ენრიკო ბარტოლი, იტალიის ელჩი საქართველოში