2017 წლის 18 მაისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და „კოალიციას ბავშვებისა და ახაგაზრდებისთვის“ შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დობილ კომპანიასთან „რუსთავის წყალთან“ ერთად, მთელი წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს ბავშვზე ზრუნვის სფეროში მოქმედ, სხვადასხვა ორგანიზაციების ხუთი მომსახურების წყალმომარაგების გადასახადს.
აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს კარიტასის ორი მომსახურება კერძოდ, თბილისის და რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრები, ერთი წლის განმავლობაში განთავისუფლდნენ წყლის გადასახადიდან.
დიდი მადლობა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და „რუსთავის წყალს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.
აღნიშნული დახმარება უმნიშვნელოვანესია, რადგან გვაძლევს შანსს უფრო მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ ყველაზე მოწყვლად ბავშვებს.