საქართველოს კარიტასმა, თანამშრომლებისთვის ორ ეტაპიანი ფორმაციული შეხვედრა გამართა. შეხვედრები ჩატარდა 2017 წლის 7-8 და 28-29 აპრილს და მთავარი თემა იყო „თანხლება, თანადგომა“. ორი დღის განმავლობაში, მოწვეული სტუმრები და ორგანიზაციის თანამშრომლები განიხილავდნენ აღნიშნულ თემას, საუბრობდნენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.
ფორმაციული შეხვედრები, კარიტასის თანამშრომლებისთვის, 2011 წლიდან ტარდება. იგი მიზნად ისახავს, საქართველოს კარიტასის თანამშრომლების სულიერ ინსპირაციასა და ინფორმირებას. შეხვედრები იმართება წელიწადში რამოდენიმეჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით და ყოველთვის ფორმაციული ხასიათი აქვს. თითო შეხვედრას თავისი სპეციალური თემა გააჩნია და შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: ბიბლიური ინსპირაცია, სულიერი პირებისა და უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები, პრეზენტაციები, ჯგუფური სამუშაო, ლაბორატორიუმები და დაპატიჟებული სტუმრების პირადი გამოცდილების გაზიარება.
ბოლო შეხვედრებმა, საქართველოს კარიტასის თანამშრომლებისთვის, საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. მოხალისეთა ოფიცერი, ქ-ნ. ინგა ჩხეიძე აღნიშნავს: „ეს შეხვედრები, საქართველოს კარიტასის თანამშრომლებისათვის არის, არა მხოლოდ შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და გამოცდილება გაუზიარონ, არამედ ისინი უფრო მეტ მოტივაციას აძლევს თანამშრომლებს და ცვლის მათ გულებს.“
პირველად, ფორმაციული შეხვედრების მეორე ეტაპი ქ. რუსთავში გაიმართა.