2017 წლის 15 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით, საქართველოს კარიტასმა უმასპინძლა CNEWA-ს პროგრამების დირექტორს: ბ-ნ ტომას ვარღესეს და კომუნიკაციების დირექტორს: ბ-ნ მაიკლ ლა სივიტას. მათ მოინახულეს პროექტები, რომლებსაც ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი. CNEWA (კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაცია) არის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში, მხარს უჭერს საქართველოს კარიტასის საქველმოქმედო ინიციატივებს.
15 მაისს, ბ-ნ ტომას ვარღესემ და ბ-ნ მაიკლ ლა სივიტამ, მოინახულეს თბილისში არსებული პროექტები, როგორებიცაა: დღის ცენტრი და ხელოვნების თერაპიის სტუდია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვებისთვის; დედათა და ბავშვთა მოვლის ცენტრი მარტოხელა დედებისთვის; უფასო სასადილო და დღის ცენტრი მოხუცებისთვის. რამოდენიმე პროექტი, ნაწილობრივ დაფინანსებულია CNEWA-ს მიერ.
16 მაისს, სტუმრებმა მოინახულეს ს. ეშტია, რომელიც მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 2017 წელს, CNEWA-მ დააფინანსა ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა და გამოყო საოპერაციო ხარჯები ერთი წლის განმავლობაში. სარემონტო სამუშაოები დაიწყო 2017 წლის მარტში, ხოლო ცენტრის გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება.
საქართველოს კარიტასი დიდ მადლობას უხდის CNEWA-ს, დახმარებასა და მხარში დგომისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ორგანიზაციებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა ისევ გაგრძელდება საქართველოს მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად.