2017 წლის 16 მარტს, საქართველოს კარიტასმა წლიური შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, ორგანიზაციის 2016 წლის საქმიანობის მიმოხილვა, შეფასება და ანგარიშის წარდგენა.
წლიური შეხვედრა დაიწყო ლოცვით და საქართველოს კარიტასის პრეზიდენტის, არქიეპისკოპოს რაფაელ მინასიანის, აგრეთვე დამფუძნებელი ასამბლეის წევრების – ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ქორეპისკოპოსი ბენი ბეთ იადეგარის სიტყვით გამოსვლით.
ლოცვას მოჰყვა საქართველოს კარიტასის დირექტორის – ქ-ნ. ანაჰით მხოიანის სიტყვით გამოსვლა და ანგარიშის წარდგენა: „წლების განმავლობაში, თავდაუზოგავად ვმუშაობდით, რათა ჩვენი შედეგი გაგვეუმჯობესებინა და ჩვენს სამუშაოს კრიტიკულად უდგებოდით. დღეს, არის ის დღე, როდესაც ყველა ერთად შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ და დავაფასოთ ჩვენი მიღწევები“.
ანგარიშის წარდგენისას, დირექტორმა აღნიშნა, რომ გერმანიის კარიტასი არის პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად დაეხმარა საქართველოს კარიტასს, როგორც ფინანსურად ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხითაც. ორგანიზაციის მეორე მსხვილი პარტნიორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. საქართველოს კარიტასის ყველაზე ეფექტური სოციალური საწარმო კი არის სადურგლო-სახელოსნო – „ტრენტინო“, რომელმაც წარმატებით განახორციელა უკან, ორგანიზაციაში ინვესტირება და აგრეთვე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული ტრენინგების ჩატარება. ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ღონისძიების მსვლელობის დროს აღინიშნა არის ორი ახალი პროექტის დაწყება: დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და ახალგაზრდული ცენტრი ქ. ვალეში; ორგანიზაციის სტუქტურისა და სოციალური საწარმოების მუშაობის გაუმჯობესება; მოხალისეთა რაოდენობის გაორმაგება და ახალი პარტნიორობის დამყარება.
საქართველოს კარიტასის დირექტორის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ორგანიზაციის პროგრამების თანამშრომლებმა და მოხალისეებმა გააკეთეს პრეზენტაცია 2016 წლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ. პროგრამების პრეზენტაციებს, თან ახლდა ბენეფიციარებისა და თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი ნომრები, რომლებიც ასახავდნენ პროექტების ყოველდღიურ საქმიანობას.
ღონისძიებაზე, საქართველოს კარიტასის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ „საუკეთესო თანამშრომლის“ წოდებით.
ღონისძიების კულმინაცია იყო შეხვედრის ბოლო ნაწილი. საქართველოს კარიტასის ბენეფიციარებმა და ეკლესიის წარმომადგენელებმა შეასრულეს შთამბეჭდავი გამოსვლა. ასევე, სტუმრებს ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთები.
საქართველოს კარიტასის წლიურ შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის პარტნიორები/დონორები: „რენოვაბისი“- ბ-ნ. ჰერბერტ შედლერი და ბ-ნ. ნორბერტ დიტრიჩი, CRS – ბ-ნ. მარკ დე სილვა; აზერბაიჯანის კარიტასი – ბ-ნ. რადოსლავ სშუდიჩი; ბ-ნ. ჯორჯ სმიტი; ვატიკანის საელჩო – მამა მიჯაიტა ბლაჯი.
მადლობას ვუხდით სტუმრებს და მოხალისეებს თანადგომასა და მხარდაჭერისათვის.
სურათების სანახავათ მიჰყევით ბმულს: https://caritas.ge/photo-gallery/