თანამდებობა: ექთანი
პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: 50% განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ნიუპოტრის 10
სამუშაო მიზანი:
პროგრამის ექთანი პასუხისმგებელია პროექტის გათვალისწინებული მოვალეობების ეფექტურ და დროულ შესრულებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბინაზე ავადმყოფების მონახულება;
-ავადმყოფისათვის პროფილაქტიკური, სამკურნალო, ჰიგიენური და რეაბილიტაციური მომსახურების მიწოდება შესაბამისის სტანდარტის გათვალისწინებით.
- ექიმის დანიშნულების კვალიფიციურად შესრულება
- ავადმყოფთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება (ინდივიდუალური მოვლის გეგმის შემუშავება პროექტის კოორდინატორთან ერთად, კვირის მუშაობის გრაფიკის შემუშავება, ინფორმაციის მომზადება და წარდგენა),
-პაციენტების ინტერესების ადვოკატირება.
- პაციენტებისა და არაფორმალური მომვლელების ინფორმირება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- პაციენტის მოვლისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
- შინ მოვლის სამსახურის თანაშრომელთა ყოველკვირეულ შეხვედრებში მონაწილეობა .
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ექთნის კვალიფიკაცია
- გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
პიროვნული თვისებები
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
- კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
- წერითი და ანალიტიკური უნარები;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
სასურველია: რუსული ენის ცოდნა
ჰონორარი/ ხელფასი:
საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე : loredana.monetti@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან..
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 12/09/2026
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22/09/2026
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;