სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: ფსიქოლოგი
მომსახურება/პროექტი: მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამის მობილური ჯგუფი; (კავშირშია დღის ცენტრსა და მასთან არსებულ სადღეღამისო თავშესაფართან)
დასაქმების ტიპი: კვირაში 40 სთ (100% -იანი დატვირთვა). ძირითადად განსაზღვრულია სტანდარტული სამუშაო დღეები და საათები. სამუშაო დღეები განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელსაც დასაქმებული ეცნობა ყოველი თვის 01 რიცხვამდე. (შესაძლებელია პერიოდულად სამუშაო დღედ განისაზღვროს შაბათი ან კვირა)
ხანგრძლივობა: გრძელევადიანი, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, XX მ/ნი, მე-14 სახლის მიმდებარედ
სამუშაო მიზანი:
ქუჩასთან კავშირში მყოფი და რისკის ჯგუფის ბავშვების სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მოგვარება; მათი რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
- ველზე მუშაობის პროცესში ადგილზე აფასებს ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკი არ ახლავს მობილურ ჯგუფს, დაუყონებლივ აწვდის მას ინფორმაციას ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ; - ამყარებს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ბავშვებთან; - ეხმარება მობ. ჯგუფის სხვა წევრებს (სოც მუშაკი, მძღოლი/მობილიზატორი, თანსწორ-განმანათლებელი) ბავშვებთან კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში; - ადგილზე აფასებს ბავშვებს მათი განვითარებისა და განათლების დონის შეფასების მიზნით და ზრუნავს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (საჭიროების შემთხევაში); - ბავშვებს აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. მაგ: ჯანსაღი ცხოვრების წესთან და სხვა სასიცოცხლო უნარებთან დაკავშირებით; - ბავშვებს რთავს არაფორმალური განათლების, გართობისა და სპორტულ აქტივობებში; - უშუალოდ მუშაობს ბავშვებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური აქტივობების მეშვეობით; - საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს ასწავლის წერა–კითხვას, ანგარიშს და სხვა საბაზისო უნარების განვითარებას. - ბავშვის დღის ცენტრის ან 24 საათიან მომსახურებაში ჩარიცხვის შემდეგ, მომსახურების ფსიქოლოგსა და აღმზრდელებს აცნობს ბავშვის საქმეს და საჭიროების შემთხევაში, აგრძელებს მუშაობას ბავშვთან შესაბამის მომსახურებაში. - საჭიროების შემთხვევაში მობ. ჯგუფის მძღოლს/მობილიზატორს ეხმარება შესყიდვების განხორციელებაში. |
- საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას უწევს მობილური ჯგუფის თანამშრომლებს. - საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ფსიქოლოგი (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
- ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; (სასურველია სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
- კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. (სასურველია: რუსული ენის ცოდნა)
პიროვნული მახასიათებლები:
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
- როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა; ( სასურველია: ქველმოექმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა)
- ემპათიური;
ჰონორარი/ ხელფასი:
ხელზე ასაღები ხელფასი 839 ლარიდან -1071 ლარამდე, კანდიდატის განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
განსაკუთრებული პირობები:
შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის „თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს“, შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: „ქცევისა და ეთიკის კოდექსი“, „ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა“ და სხვ.(პოლიტიკის დოკუმენტები იხ ვებ გვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრულ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართებზე: vacancy@caritas.ge; tamar.sharashidze@caritas.ge გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გამოქვეყნების თარიღი: 09.09.2024 - 19.09.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;