12 ივნისს ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, რომელმაც ნიჭიერი ახალგაზრდები და მათი მშობლები გააერთიანა.
ჩვენმა მოსწავლეებმა მაყურებელს ულამაზესი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შესთავაზეს, რომლებსაც დარბაზი საოცარი ოვაციებით შეხვდა.
კონცერტის პარალელურად მოეწყო სპეციალური გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო ბავშვებისა და მშობლების მიერ შექმნილი ულამაზესი ხელნაკეთი ნამუშევრები.