საქართველოს კარიტასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მასპინძლობდა 4 ავსტრიელ მოხალისეს - ჯოშუა და ვერონიკა თბილისში, ხოლო პოლი და სოფია ქუთაისში იყვნენ ჩართულები ბავშთა დღის ცენტრის აქტივობებში.
ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს, ამიტომაც ოთხივე მათგანს როგორც მხიარულებით, ისე დიდი სევდით გამოვემშვიდობეთ, სამახსოვრო საჩუქრებიც დავუტოვეთ, დღე კი სხვადასხვა თამაშების თამაშით დავაგვირგვინეთ.
ვიტოვებთ იმედს, რომ ძალიან მალე კვლავ შევხვდებით ჯოშუას, ვერონიკას, პოლს და სოფიას და ისევ ვიხალისებთ ერთად!