2026 წლის 27 ივნისს ვალის ბავშვთა დღის ცენტრში განსაკუთრებული, ემოციებითა და შემოქმედებით სავსე ფესტივალი გაიმართა. დრამისა და თეატრის ღონისძიებაზე საკუთარი ნიჭიერება და ნაშრომი წარმოადგინეს არლის, ხიზაბავრის, ეშტიისა და ვალის ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელებმა.
მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი თეატრალური ნომრები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეატრი ბავშვების წარმოსახვის, თავდაჯერებულობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის.
თეატრი გვაერთიანებს, გვასწავლის და გვაჩვენებს, რომ ყველა ბავშვს შეუძლია თავისი ნიჭით სამყაროს გაუზიაროს სიკეთე და სილამაზე.