საქართველოს კარიტასის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის მასწავლებელი, სალომე გაჩეჩილაძე Untitled Summit-ის ერთ-ერთი სპიკერია.
სალომე WebCode-ის დამფუძნებელია. ის არის ICT-ისა და STEM-ის სერტიფიცირებული პედაგოგი, სასწავლო პროგრამების შემქმნელი და ტექნოლოგიური განათლების სპეციალისტი, რომელსაც კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში აქვს განათლება მიღებული. მას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება პროგრამირების, ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM-ის სწავლებაში - როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და 65 წელს გადაცილებული პირებისთვის.
სალომე „საქართველოს კარიტასი“ შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრში ICT-ისა და STEM-ის მიმართულების პედაგოგია. ის ასწავლის ტექნოლოგიურ დისციპლინებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, ვებ-დეველოპმენტსა და ციფრულ ინოვაციებს. სალომეს ასევე აქვს უნივერსიტეტის ლექტორად და ვებ-დეველოპმენტის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება. მისი მიზანია, ტექნოლოგიური განათლება გახადოს პრაქტიკული, შემოქმედებითი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მისი საქმიანობა მიმართულია მოსწავლეებისა და სტუდენტების მომზადებისკენ - მათთვის იმ ციფრული უნარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარის გამომუშავებისკენ, რომლებიც მომავლის შრომით ბაზარზეა საჭირო.
Untitled Summit გაიმართება ექსპო ჯორჯიაში 23-24 ოქტომბერს.
[xfgiven_newsgallery image="1" scr]